შატო ზეგაანი

როგორც ბუნებას სურს

200 წლიანი ნდობა ბუნებისადმი

„შატო ზეგაანის“ ისტორია 200-ზე მეტი წლის წინ, კახეთის გულიდან იწყება. შატოს არქიტექტურული იერსახის აღდგენით შევინარჩუნეთ მისი ატმოსფერო და გავაგრძელეთ თაობების მიერ დაწყებული საქმიანობა.

ჩვენთვის მეღვინეობა წარმოადგენს წინასწარ გააზრებულ მიწის სამუშაოებს, ბუნებრივ პირობებზე ყურადღების მიქცევას და დროში გამოცდილი მეთოდების პატივისცემას. ჩვენ გვაქვს მყარი მიდგომა – შევქმნათ ღვინო იმ ბუნებასთან და ადგილთან ჰარმონიაში, სადაც ეს ღვინო დაიბადა.

Chateau zegaani

ტერუარი

შატო ზეგაანი
თბილისი
ქვეყანა: საქართველო რეგიონი: კახეთი ნიადაგი: კირქვა, თიხა სიმაღლე: 465 მ ზღვის დონიდან კლიმატი: სუბტროპიკული

ტატულაშვილების ოჯახის ვენახები განლაგებულია ცივ-გამბორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე 18 დახრილობით, ზეგაანის მიკროზონაში. ვენახების ასეთი განლაგება უზრუნველყოფს ბუნებრივ ვენტილაციას და აფერხებს ზედმეტი ტენის დაგუბებას ძლიერი წვიმის შემდეგ.

კირქვა-თიხის ნიადაგი ინარჩუნებს საჭირო ტენიანობას, რაც ხელს უწყობს ვაზის ერთგვაროვან განვითარებას. თბილ დღეებსა და გრილ ღამეებს შორის კონტრასტი კი ეხმარება ყურძენს სიმწიფის შენარჩუნებაში. ბიომეურნეობის პრინციპით გაშენებული საფერავის ვენახი იკავებს 17 ჰა ფართობს.

ზეგაანის მიკროზონა ხასიათდება სტაბილური ტემპერატურული პირობებით, ხოლო მისი კირქვა-თიხის ნიადაგი კი უზრუნველყოფს ტენიანობისა და დრენაჟის ოპტიმალურ ბალანსს, რაც შესაფერისია საფერავის ვაზის გასაშენებლად. ბოლო წლებში კლიმატის ცვლილება სულ უფრო შესამჩნევი ხდება: გვალვამ, უეცარმა ნალექმა და სეტყვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსავალს.

ამიტომ  „შატო ზეგაანის“ ღვინოები არ იწარმოება ყოველწლიურად, მხოლოდ იმ წლებში, როცა ამინდის ხელშეწყობით ვიღებთ იდეალური ხარისხის ყურძენს.

დღესდღეისობით ღვინო „ზეგაანს” მინიჭებული აქვს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსი.

ღვინის წარმოების ყველა ეტაპი „შატო ზეგაანის“ კედლებში მიმდინარეობს: ყურძენი მოდის საოჯახო ვენახებიდან და იწყებს ხანგრძლივ, რთულ ტრანსფორმაციას — თანდათან იქცევა დაძველებულ ღვინოდ, იძენს ხასიათს და ხდება ამ ადგილის ისტორიის ნაწილი.

ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ ორგანული მეღვინეობა — იმის გათვალისწინებით, თუ როგორი დამოკიდებულებით არის ჩვენი ოჯახი მიწასთან: პატივისცემით, ყურადღებითა და სურვილით — ყოველთვის შევინარჩუნოთ მისი ბალანსი. ეს ნიშნავს ვაზის მოვლას სინთეტიკური სასუქებისა და ქიმიური საშუალებების გარეშე, ბუნების რიტმის გაყოლასა და პროცესში მინიმალურ ჩარევას. ჩვენ არ ვიყენებთ ხელოვნურ მორწყვის სისტემას, რაც ვაზს საშუალებას აძლევს ბუნებრივად შეეგუოს სეზონურ პირობებს.

თითოეული ვაზი ისხვლება ხელით, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. ასევე ხელით იკრიფება ყურძენი, მტევნების საგულდაგულოდ შერჩევით. ვაზის მისამაგრებლად ვიყენებთ სიმინდის ფოჩის ბოჭკოებს, რაც არ აზიანებს ვაზს და დროთა განმავლობაში ხდება ნიადაგის ორგანული ნაწილი. ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ საფერავის განსაკუთრებული მახასიათებლები და გამოვხატოთ ზეგაანის ტერუარის ხასიათი.

ღვინო ისტორიით შექმნილი გაზიარებისთვის

ზეგაანი 2013
ზეგაანი 2013

ზეგაანი 2013

ღვინის ტიპი: წითელი მშრალი ყურძენი: 100% საფერავი დუღილი: ქვევრი დაძველება: ქვევრი ალკ.: 14% მოცულობა: 0.750 ლ
ზეგაანი 2017
ზეგაანი 2017

ზეგაანი 2017

ღვინის ტიპი: წითელი მშრალი ყურძენი: 100% საფერავი დუღილი: ქვევრი დაძველება: ქვევრი ალკ.: 12.5% მოცულობა: 0.750 ლ
ზეგაანი 2020
ზეგაანი 2020

ზეგაანი 2020

ღვინის ტიპი: წითელი მშრალი ყურძენი: 100% საფერავი დუღილი: ქვევრი დაძველება: ქვევრი ალკ.: 13.6% მოცულობა: 0.750 ლ
მუკუზანი 2011
მუკუზანი 2011

მუკუზანი 2011

ღვინის ტიპი: წითელი მშრალი ყურძენი: 100% საფერავი დუღილი: ქვევრი დაძველება: მუხის კასრი ალკ.: 13% მოცულობა: 0.750 ლ
მუკუზანი 2013
მუკუზანი 2013

მუკუზანი 2013

ღვინის ტიპი: წითელი მშრალი ყურძენი: 100% საფერავი დუღილი: ქვევრი დაძველება: მუხის კასრი ალკ.: 13.6% მოცულობა: 0.750 ლ