You have to be at least 18 years old to use our website
Are you already 18 years old?
Yes
No
Shopping Cart (0 Items)
Subtotal
0
ProductDetailQuantityUnit PriceTotal
Your cart is empty!

ჩვენი ღვინის შექმნის გზა ვაზით იწყება.  „შატო ზეგაანი“ განლაგებულია მუკუზნის მიკროზონაში, ის საქართველოს ტერუარებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გამო. ჩვენი ვენახების განლაგება ჩრდილოეთ ფერდობზე, აფერხებს ზედმეტი ტენის დაგუბებას და ხელს უწყობს ვენახის ბუნებრივ ვენტილაციას.

20 ჰა ვენახი - ეს არის ის მოცულობა,  რომელიც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვაზის მოვლა, ჩვენი ეკოლოგიური პრინციპების თანახმად.

ვენახების მოვლის მთლიანი წლიური ციკლის განმავლობაში, ჩვენ ვქმნით მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს დამწიფებისა და მსხმოიარობისთვის. ამას ვაკეთებთ შეგნებულად, ვიყენებთ დამზოგავ მეთოდებს, რადგან გულწრფელად გვწამს, რომ მევენახეობაში ასეთი ტრადიციული მიდგომა, მეღვინეობის უდიდესი საწინდარია, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ ჩვენი წინაპრები.

ჩვენს საგვარეულო ვენახებში საყრდენები დამზადებულია მუხისა და აკაციისგან.

ვაზის ტოტების  გასხლვა, ფოთლების გამეჩხერება და მოსავლის დაკრეფა მხოლოდ ხელით ხდება.

ვაზის მისამაგრებლად ვიყენებთ სიმინდის ფოჩის ბოჭკოებს, რათა თავიდან ავიცილოთ მცირედი მექანიკური დაზიანებაც კი. ჩვენ არ ვიყენებთ არც ინსექტიციდებს და არც პესტიციდებს,  ვიყენებთ მხოლოდ ორგანულ სასუქებს (ძროხის ნაკელს) .

ბუნების სათუთ მოპყრობას ,  ვუთავსებთ თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებს, რის  შედეგადაც ვღებულობთ მაღალი ხარისხის ყურძენსა და შესაბამისად ღვინოს.