1783 წელს ქართლ-კახეთის სახელმწიფოს (თანამედროვე საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი) მეფე ერეკლე II-მ დააჯილდოვა თავადი გარსევან ჭავჭავაძე (1757-1811წწ.) სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, გიორგიევსკის ტრაქტატის (შეთანხმება საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ გადასვლის შესახებ) გაფორმებისას და გადასცა მას სამეღვინეო ადგილ-მამული. ნაჩუქარ მიწებს შორის იყო ზეგაანის მიწები და ვენახებიც. 1811 წელს, გარსევან ჭავჭავაძის ვაჟიშვილმა - ალექსანდრე ჭავჭავაძემ (1786-1846წწ.) 26 წლის ასაკში მემკვიდრეობით მიიღო ადგილ-მამული მამის გარდაცვალების შემდეგ. 1812 წლიდან ალექსანდრე აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიო ომში, გამოიჩინა თავი, როგორც ბარკლაი-დე-ტოლის ადიუტანტმა, პარიზის აღებისას. სწორედ ცხოვრების ეს პერიოდი იქცა ალექსანდრე ჭავჭავაძისთვის, სრულიად რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის ნათლულისთვის, მშვენიერ დამატებით საგანმანათლებლო სკოლად, რამაც შესაძლებლობა მისცა სრულყოფილად შეესწავლა გერმანული და ფრანგული ყოფის თავისებურებები და ამ ევროპული ქვეყნების არქიტექტურა, კულტურა და ტრადიციები. იქვე მან შეისწავლა ევროპული მევენახეობისა და მეღვინეობის თავისებურებები, რომელთაგან მრავალი დაინერგა საქართველოში. ითვლება, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის სამშობლოში დაბრუნებამდე 1817 წელს, საქართველოში ღვინო იწარმოებოდა მხოლოდ ადგილობრივი, ტრადიციული ტექნოლოგიით, ხოლო ვენახები, მათი რაოდენობის მიუხედავად, არ იყოფოდა მიკრორეგიონებად. შესაბამისად, ისტორიკოსების და არქეოლოგების უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეღვინეობას საქართველოში მისდევდნენ უკვე ჩვ. წ. აღ-მდე მე-7, მე-8 საუკუნეში, მეღვინეობის კულტურა საქართველოში შემოვიდა ევროპიდან, ხოლო მისი ფუძემდებელი გახდა ზუსტად ალექსანდრე ჭავჭავაძე - შატო ზეგაანის სულის ჩამდგმელი. 1820 წელს დასრულდა ალექსანდრე ჭავჭავაძის სამეღვინეო მამულის მოწყობა კახეთში, რასაც თავის მემუარებში ადასტურებს ფრანგი კონსული თბილისში - ჟაკ ფრანსუა გამბა (1763-1833). თავის მოგონებებში იგი ხაზს უსვამს თავადი ჭავჭავაძის მამულისა და ბაღების, მისი აზრით, აშკარა მსგავსებას XIX საუკუნის ევროპულ ნაგებობებთან. პარკი, რომელშიც განთავსებულია შატო ზეგაანი, დღემდე მშვენივრადაა შემონახული. 1846 წელს, ალექსანდრე ჭავჭავაძის სიკვდილის შემდეგ, მისი მამული მემკვიდრეობით გადაეცა მის ვაჟს - დავით ჭავჭავაძეს. 1846 წელს იმამ შამილი კვლავ შემოიჭრა კახეთში. მისგან გამოგზავნილმა მოწინავე რაზმმა, რომელიც თავადი დავით ჭავჭავაძის საგვარეულო მამულში - წინანდალში (60 ვერსტი თბილისიდან) აღმოჩნდა, ტყვედ ჩაიგდო თავადის მეუღლე - 28 წლის ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი, მის 6 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ანას და - 26 წლის ბარბარე ორბელიანი, მის 6 თვის ვაჟთან ერთად, 18 წლის ნინო ბარათოვა და ძიძა, ფრანგი ქალბატონი - ანა დრანსე. სამწუხაროდ, ამ დაუნდობელი გატაცების შემდეგ, ჭავჭავაძეების მამული მთლიანად გადაწვეს (მოგვიანებით იგი აღადგინეს და ახლა იქ მდებარეობს თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი). იმამ შამილმა ტყვეების გამოსასყიდად თავად დავით ჭავჭავაძეს 1 მილიონი რუბლი მოსთხოვა, ვერცხლით. თავადი იძულებული შეიქნა დახმარებისათვის მიემართა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-სთვის (1796 – 1855 წწ) და ესესხა აღნიშნული თანხა თავისი ოჯახის გასათავისუფლებლად. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მოგვიანებით, ჭავჭავაძეების საგვარეულო მამული 1886 წელს, ფინანსური ვალდებულებების გამო გადაეცა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ს (1845-1894) და რჩებოდა რომანოვების მფლობელობაში 1917 წლის რევოლუციამდე. არსებობს იმ პერიოდის მრავალი დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III რომანოვის სიყვარულს კახეთის ღვინოებისადმი. 1922 წელს, საქართველოს ისტორიაში ე.წ. საბჭოთა ეპოქის დაწყებამ შეაჩერა ქართული მეღვინეობის განვითარება ევროპული მიმართულებით, რამაც, თავის მხრივ, საგრძნობლად შეამცირა ქართული ღვინის გავრცელების გეოგრაფიული საზღვრები. სამწუხაროდ, აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდა პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ წლებშიც. 1998 წლიდან შატო ზეგაანი გადასულია კერძო საკუთრებაში და ახლა, ვენახებთან ერთად ეკუთვნის ტატულაშვილების ოჯახს. დღეს, საქართველოსთვის უნიკალურ ადგილას, XIX საუკუნის მეღვინეობის ციხე-სიმაგრე, ისევე, როგორც ასეული წლის წინ, ადგილობრივი ვენახებიდან მიღებული მოსავლით იწარმოება ღვინო, რომელიც დღემდე ინახება თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ აშენებულ მარნებში. |